ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტარუსეთმა

ნახვები: 524 რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტარუსეთმა

30 ივლისს რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 

ლატვიური გაზის გადამცემი ოპერატორის, Conexus-ის მონაცემები ასევე ადასტურებს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება 30 ივლისიდან შეჩერებულია. 

მანამდე გაზპრომმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, დანიასა და ნიდერლანდებს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ითხოვდა.

რუსეთმა ასევე შეაჩერა გაზის მიყიდვა გერმანული კომპანია Shell Energy Europe-ისთვის. 

გაზპრომის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წყვეტს პირობების დარღვევის გამო, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა დარღვევებზეა საუბარი. 

წინა დღეს ლატვიურმა ენერგოკომპანიამ Latvijas Gaze ​განაცხადა, რომ აგრძელებს გაზის შესყიდვას რუსეთიდან და რომ საფასურს ევროში იხდის. 

27 ივლისს გაზპრომმა მკვეთრად შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream მილსადენით და ეს აუცილებელი სამუშაოებით ახსნა. ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგომომარაგებას შანტაჟის იარაღად იყენებს.

მიმდინარე კვირას ევროკავშირი ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდა, რათა ზამთრისთვის მარაგი შეინარჩუნონ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა