ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ევროკავშირი მიესალმება პრიშტინას გადაწყვეტილებას სერბებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედების ერთი თვით გადადების შესახებ

ნახვები: 555 ევროკავშირი მიესალმება პრიშტინას გადაწყვეტილებას სერბებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედების ერთი თვით გადადების შესახებ

ევროკავშირი მიესალმება პრიშტინას გადაწყვეტილებას სერბებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედების ერთი თვით გადადების შესახებ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მივესალმები კოსოვოს გადაწყვეტილებას, გადადონ ზომები პირველი სექტემბრისთვის. ველოდები, რომ ყველა ბლოკპოსტს დაუყოვნებლივ აიღებენ. ღია საკითხები უნდა დარეგულირდეს ევროკავშირის შუამავლობით დიალოგის გზით და ფოკუსირება უნდა მოხდეს კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ევროკავშირში ინტეგრაციის გზებისთვის“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, პრიშტინამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთი თვით გადადოს სერბეთის მოქალაქეებისთვის კოსოვოში შესვლის ახალი წესების ამოქმედება. აღნიშნულ გეგმას კოსოვოში მცხოვრები სერბების პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც გზებზე ბლოკპოსტები აღმართეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა