ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა

01.08.2022 ნახვები: 532

სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა, ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება და არც სორბონის, კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილთან ქართულ პოლიტიკაზე არ უსაუბრია.

„მე და პრეზიდენტს გვაქვს შეთანხმება, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ. პირველად რომ შევედი რუსთავის ციხეში, იმ დღიდან გვაქვს ეს შეთანხმება. არაფერი ქართულ პოლიტიკაზე ჩვენ არ გვილაპარაკია, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს გეფიცებით. ახლა რაზე ვილაპარაკეთ: უკრაინა, იტალიაში მთავრობის გადაყენება, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ამ თემებზე ვილაპარაკეთ. გარდა ამისა, ოჯახებზე. ვიდრე პრეზიდენტი თვითონ არ მეტყვის, პოზიციაც არ მაქვს ამ თემაზე. ქართულ პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, მაშინ მე და მიშამ უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი 2013 წლიდან და ამისთვის არც დრო და არც საჭიროებაა, მდგომარეობა მძიმეა. მდგომარეობა მძიმე იმიტომ კი არ არის, რომ ყურადღებას აკლებენ „ვივამედის“ ექიმები ან სამედიცინო პერსონალი, მძიმეა, რადგან ამ ადამიანს აქვს დაავადებების მთელი თაიგული, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს. შეიძლება, ჩვენ დავსხდეთ და დავიწყოთ უსაგნო დისკუსია, ეს ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება, წერტილი. ამის შემდეგ ჭკუა თუ გაგვაჩნია როგორც ერს, არ ვიზამთ, რომ კიდე ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში. სააკაშვილის მრავალპროფილურ დასავლურ დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა, ამას არც ოქსფორდის განათლება სჭირდება და არც სორბონის. კლინიკური იდიოტი უნდა იყო რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. თუ ხელი გაქვს აღებული ევროპაზე და თუ ხელი გაქვს აღებული ჩვენ მომავალზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ვერბალურად რასაც არ უნდა ამტკიცებდე საწინააღმდეგოს, მაშინ ქართველი ხალხი სხვანაირ განაჩენს გამოიტანს. თუ რამეზეა საქართველოში კონსესუსი, ეს არის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არავინ შედის „ქართულ ოცნებასთან“ სამართლებრივ დისკუსიაში.

„ოცნებას“ არავინ ეუბნება, რომ ორი სუვერენული სახელმწიფოს არალეგალური კვეთა კარგი საქციელია, არავინ არ ედავება იმაზე, რა პირობებში აღმოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაგრამ არც იმის სჯერა, რომ ეს სასამართლოს საქმეები, რომელიც შეთითხნილია და თითიდან გამოწოვილი, იმიტომ არის გაკეთებული რომ ამ ადამიანს სამშობლოში ჩამოსვლა არ შეძლებოდა, ეს მშვენივრად ესმით და ისიც, რომ ასე მოპყრობა იმ ადამიანის, ვისი ჯანმრთელობაც არის დანგრეული, არ შეიძლება. თავის გასამართლებელი საბუთი, ჩვენ ასეთი პატიმრები კიდევ გვყავს და რა ვქნათ, ამისთანა პატიმრები თუ გყავთ, ყველას უნდა ანალოგიური მიხედვა, სააკაშვილზე ნაკლები მიხედვა კი არ უნდა, შეიძლება სააკაშვილზე მეტი. ადამიანი, რომელიც დანაშაულს სიმძიმის მიუხედავად იმყოფება საპყრობილეში, იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხს აგებს სახელმწიფო“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა