ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ანტონიო გუტერეში - მსოფლიო დგას ბირთვული საფრთხის წინაშე, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა

ნახვები: 556 ანტონიო გუტერეში - მსოფლიო დგას ბირთვული საფრთხის წინაშე, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა

მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაერო-ში, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.

გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ომის შედეგად, ასევე აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წარმოქმნილი საფრთხეების გამო, მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე.

„ჩვენ აქამდე არაჩვეულებრივად იღბლიანები ვიყავით, მაგრამ იღბალი არ არის სტრატეგია. არც ფარი არ არის გეოპოლიტიკური დაძაბულობისგან დასაცავად, რომელიც ბირთვული კონფლიქტისკენ მიემართება“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა