გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

აშშ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნახვები: 560 აშშ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატები მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და დაძაბულობის შესამცირებლად, მხარეებს დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნედ პრაისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო და აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს ვითარებას.

„ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯებისკენ, დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.

დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან გამოწვეული ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების, ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების აუცილებლობას“, – ვკითხულობთ ნედ პრაისის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა