გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
მაკრონმა და ზელენსკიმ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისა და შავ ზღვაში თავდასხმებზე მორატორიუმის საკითხები განიხილეს

ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

ნახვები: 698 ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. სამხედრო მანევრები კუნძულიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით ტარდება.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო სწავლება დატვირთულ საზღვაო მარშრუტებზე გაიმართება. ტაივანი აცხადებს, რომ ეს კუნძულის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის ტოლფასია, აშშ-ის შეფასებით კი, სამხედრო სწავლება უპასუხისმგებლობაა და შესაძლოა, კონტროლს გასცდეს.

ტაივანმა გემებს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება სთხოვა და ამავე დროს, იაპონიასთან და ფილიპინებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ალტერნატიული საჰაერო მარშრუტების მოსაძებნად.

შეგახსენებთ, ნენსი პელოსიმ ტაივანი ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ გუშინ დატოვა. პეკინი ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად აფასებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა