ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

გადმოფინეთ დროშები-ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავას მოწოდება

ნახვები: 556 გადმოფინეთ დროშები-ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავას მოწოდება

 

"გადმოფინეთ დროშები 8-12 აგვისტოს!

8-ში, საღამოს 8-ზე გადააყრუეთ ქვეყანა! 

-----

მაშინ - 2008 წელს, ამ დღეს, 1-ლი აგვისტოდან მოყოლებული 25 ადამიანი იყო დაღუპული... 5-6 აგვისტოს ოთხი მოკლული და სამი დაჭრილი... 

მერე? უნდა გახსოვდეთ რაც მოხდა მერე.... 

მესმის - სხვა სხვის ომში ბრძენია... მესმის - სხვისი მკვდარი სხვას მძინარე ეგონა. 

მესმის - კარგი რა, მოგცლია, რა დროის პატრიოტობას თამაშია.... 

მაგრამ, მაგრამ... თუ სოლიდარობის ნიშნად შეგვიძლია ქვეყანა გადავალურჯ-ყვითელოთ, იქნებ თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ თავთან, პატარა ჭინკასთან - რომელსაც სინდისს ვეძახით, ვიყოთ მართლები და რამე ვქნათ 8-12 აგვისტოს.... თუნდაც დროშები გადმოვფინოთ აივნებზე, ფანჯრებზე.... 

რამე ვქნათ - თუნდაც იმის დასტურად, რომ არ დავნებდებით....

რამე ვქნათ - თუნდაც 8-ში, საღამოს 8-ზე ერთი წუთით გავაჩეროთ მანქანები და გადმოვიდეთ - დავდგეთ და გადავაყრუოთ ქვეყანა სიგნალებით....

რუსთაველზე ან პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, სანთლებით დავწეროთ -  დიდება გმირებს! 

რამე ვქნათ - თუნდაც იმიტომ, რომ ვიგრძნოთ, ცოცხლები ვართ....

რამე ვქნათ - იმიტომ, რომ ქვეყნის ყველა სტუმარი - მტერ-მიყვარე მიხვდეს - საქართველო ჩვენია! 

რამე ვქნათ - რაც გინდათ, ოღონდ - ვქნათ!...",-წერს მირცხულავა "ფეისბუქზე"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა