ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი ბოტკოველი - საქართველოს მთავრობა უნდა ჩამოანგრიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადოს რუსეთის გუბერნია

ნახვები: 523 გიორგი ბოტკოველი - საქართველოს მთავრობა უნდა ჩამოანგრიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადოს რუსეთის გუბერნია

საქართველოს მთავრობამ პირდაპირი კურსი აირჩია, რომ უნდა ჩამოანგრიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადოს რუსეთის გუბერნია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ შექმნილ კომისიაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობას, რადგან ეს ვითომ კომისიები მხოლოდ დროის გაყვანისთვის არის.

„ვხედავთ, მათ არც ის აინტერესებთ, ვის რა დაანახონ, პირდაპირი კურსი აირჩიეს, რომ უნდა ჩამოანგრიონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და გაგვხადონ რუსეთის გუბერნია. რაც შეეხება ჩვენს მუშაობას, რა თქმა უნდა, ჩვენ სამუშაო პროცესში ჩართულები ვართ, ყოველდღიურად გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩვენი მთავარი სამუშაო იქნება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრები. რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვართ კოორდინაციაში ვმუშაობთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე, კონკრეტულ ნაბიჯებზე და ამ ყველაფერს თქვენ ძალიან მალე იხილავთ.

საკითხებზე, რომელებიც ქვეყნის თავისუფლების, გადარჩენის სუვერენიტეტის შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული, აქ ვიყოთ ერთიანები“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა