დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„ფრანს 24“ - ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე უნდა ჩავიდნენ

ნახვები: 519 „ფრანს 24“ - ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე უნდა ჩავიდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები უნდა ჩავიდნენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე.  პუტინმა და მაკრონმა მაისის შემდეგ პირველად სატალეფონო საუბარი გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ელისეს სასახლეზე დაყრდნობით „ფრანს 24“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან სატალეფონო საუბრის დროს გაიმეორა ის შეშფოთება, რომელიც არსებობს ბირთვული უსაფრთხოების მიმართ არსებულ რისკებთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, მაკრონმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ზაპოროჟიესში, რაც შეიძლება, მალე ჩასვლას იმ პირობებით, რომელიც უკრაინამ და გაერო-მ შეათანხმეს.

„რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს მიუთითა, რომ თანახმაა ამ მისიის განთავსებასა და ხსენებულ მეთოდებზე“, – აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კრემლის ცნობით კი, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატალეფონო საუბრის დროს, პუტინმა ატომურ ელექტროსადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში უკრაინა დაადანაშაულა.

უკრაინის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ სადგურს ცეცხლს რუსი სამხედროები უხსნიან.

კრემლში ასევე განაცხადეს, რომ მაკრონთან საუბრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი სურსათისა და სასუქის ექსპორტის დროს კვლავაც დაბრკოლებებს აწყდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა