ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მაკრონის ოფისი: პუტინი ზაპოროჟიეში გაეროს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას დათანხმდა

ნახვები: 557 მაკრონის ოფისი: პუტინი ზაპოროჟიეში გაეროს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას დათანხმდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და განუცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარებით.  მან ასევე თქვა, რომ პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა მისიის ზაპოროჟიეს სადგურში გაგზავნას.

მაკრონის ოფისი იუწყება, რომ პრეზიდენტები მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გააგრძელებენ. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ინჟინრის განცხადებით, თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა  მოხდება".

როგორც ინჟინერმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, ენერგობლოკს ელექტროენერგია სჭირდება, რათა სატუმბებმა იმუშაონ და რეაქტორში ბირთვული საწვავი გააგრილონ.

ინჟინერი ამბობს, რომ თუ ოკუპანტები თავდასხმით მოქმედებებს გააგრძელებენ, ელექტროსადგური შესაძლოა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩეს. მისივე თქმით, "ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მინიმუმ ერთა ენერგობლოკმა მაინც უნდა იმუშაოს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა