ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც სუს-მა უმასპინძლა, დასრულდა

ნახვები: 522 აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც სუს-მა უმასპინძლა, დასრულდა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართულმა დანაყოფებმა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

მათივე ცნობით, საველე-პრაქტიკულ სწავლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სწავლების მიზანს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა.

სწავლების დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები და პერსონალური მონეტები გადაეცათ. დახურვის საზეიმო ცერემონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენარალ-მაიორი):

„სწავლების პროცესში კარგად წარმოჩინდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სპეც-სამსახურებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე“, – სუს-ის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორ გიგა ნიკოლეიშვილმა.

„სამივე უწყება მონაწილეობდა როგორც უწყებათაშორისი მორეაგირე ჯგუფი, რომელიც ახდენდა რეაგირებას სამ კომპლექსურ ქბრბ და განაღმვითი სამუშაოების სცენარზე. სამი დღის განმავლობაში სამივე დანაყოფმა დაამტკიცა ამ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით ტაქტიკის, სტრატეგიისა და ოპერაციების შედეგიანობა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკლ ბრედვიკმა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით. უწყებათშორისი საველე სწავლება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში, ეფექტური ღონისძიებების გატარების, კოორდინირებული მუშაობისა და წარმატებული საქმიანობის გარანტიაა.

დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სწავლება უპრეცედენტოა და საქართველოში პირველად ჩატარდა“, – აცხადებენ სახელმწიფო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა