ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბაჩო დოლიძე - „ქართული ოცნება“ კარს უხურავს არასამთავრობოებს, მათთვის მიუღებელია ყველა პარტნიორი, რომელიც არაკომფორტულ პირობებს უყენებს

ნახვები: 526 ბაჩო დოლიძე - „ქართული ოცნება“ კარს უხურავს არასამთავრობოებს, მათთვის მიუღებელია ყველა პარტნიორი, რომელიც არაკომფორტულ პირობებს უყენებს

„ქართული ოცნება“ კარს უხურავს არასამთავრობოებს, მათთვის მიუღებელია ყველა პარტნიორი, რომელიც არაკომფორტულ პირობებს უყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულებისას, ​ენჯეოების ჩართულობა ​მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს.

„ევროკავშირი ელოდება 12 პუნქტის შესრულებას, რათა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობოების ჩართულობას მთლიანად ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია კანონპროექტების რეფორმირება და საჭიროებს შეცვლას, ჩვენ უკვე ვაწყდებით პრობლემას. „ქართული ოცნება“ კარს უხურავს არასამთავრობოებს. ჯერ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მარტო ყოფილიყვნენ და თავიანთი ვერსია ჰქონოდათ. ახლა ყველაფერს აკეთებენ, რათა არასამთავრობოებსაც დაუკეტონ კარი. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება თავის ვერსიასთან ერთად, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის. ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენ ჩვენს მხარეს გვექნება კანონპროექტები, რომლებიც სრულებით პასუხობს ევროკავშირის მიერ წამოყენებულ ყველა კრიტერიუმს, რაზედაც „ოცნება“ უარს ამბობს, საპირისპიროდ მას ექნება დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება არა მარტო ოპოზიციისთვის და არასამთავრობოებისთვის, არამედ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისთვის. ამიტომ დასკვნები ახლავე უნდა გამოვიტანოთ. გვჯერა, თუ არ გვჯერა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში თეორიულად მაინც შეგვიძლია ერთი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირისკენ, ეს არის უბრალოდ არარეალური, თავს ვიტყუებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური წნეხი მივიტანოთ იმ რუსულ ოცნებაზე, რომლის მთავარი ამოცანაა ევროკავშირის კარის დაკეტვა და რუსული კარის გაღება.

აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებისას, ​ენჯეოების ჩართულობა ​მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს. არასამთავრობო სექტორის როლი აღნიშნულ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, გვერდით რომ გავწიოთ ოპოზიცია, პოზიცია, მთავრობა და ა.შ. სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი ყველა ნორმალურ ქვეყანაში წინა ფლანგზე დგას მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ცვლილებები კეთდება. ვიცით ოცნების პოზიცია. მათთვის მიუღებელია ყველა პარტნიორი, რომელიც მათთვის არაკომფორტულ პირობებს უყენებს. გასაგებია „ოცნების“ პოზიცია, რომ ყველა სტრუქტურა, როდესაც სასამართლოზეა საუბარი, დაქვემდებარებული ჰყავდეს, მინიმალურად მოახდინოს რეფორმების გატარება, რადგან ეს ხელს შეუშლის იმ მმართველობის სტილს, რომელიც მან ჩამოაყალიბა. შესაბამისად, ობიექტური კრიტიკული აზრი იქნება მისთვის მიუღებელი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა