ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ანჯეი დუდა - ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს

ნახვები: 535 ანჯეი დუდა - ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს

ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას გააკეთა.

დუდა კიევში „ყირიმის პლატფორმის“ კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა. ის დღესვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. ლიდერებმა ერთობლივის პრესკონფერენცია გამართეს.

„როდესაც ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოადგინოს მთელი ერი, მაშინ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ზოგჯერ დაკავშირებულია საფრთხეებთან. ჟურნალისტებო თქვენ გეშინიათ აქ ყოფნის? ამ მოედანზე რომ ხართ? ჩვენ აქ ვართ დღეს, რათა ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა ნახონ, რომ მათ გვერდით ვართ, არა მხოლოდ სულისკვეთებით, არამედ ფიზიკურადაც. პოლონეთის დელეგაცია აქაა და წარმოადგენს პოლონეთის მთავრობას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ უკრაინასთან ერთად და ვაჩვენებთ, რომ უკრაინა თავისუფალია., სუვერენულია, დამოუკიდებელია და იბრძვის. ის იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ის იბრძვის სამართლიანობისა და მშვიდობისთვის მსოფლიოში, რომ საერთაშორისო კანონის უზენაესობა აღდგეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ხალხის მიერ არჩეულ ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ ამ იდეას დაუჭიროს მხარი. დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს, რომელიც ამ იდეას იცავს. სწორედ ამიტომ ვარ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, ჩვენს უკრაინელ ძმებთან, მეგობრებთან“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „რუსეთის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინა ძლიერ პასუხს გასცემს“.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ აქვს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმების შესახებ, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის პერიოდშია მოსალოდნელი. უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა