კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო

ნახვები: 566 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო

უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა მიიღო საწინააღმდეგო შედეგი, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, კიევში მიმდინარე „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა.

2014 წლის თებერვალსა და მარტში უხეში ძალის გამოყენებით ყირიმის ანექსიით, პუტინმა დაიწყო თავისი მცდელობა, ეიძულებინა უკრაინელები, უარი ეთქვათ საკუთარ თავისუფლებასა და ევროპული მომავლის არჩევის სურვილზე.

მისი თქმით, პუტინს სურდა, შეერყია უკრაინის დამოუკიდებლობა და უკეთესი მომავლის რწმენა, მაგრამ მან მიაღწია საპირისპირო და უკრაინა არა მხოლოდ აღნიშნავს დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს, არამედ გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც.

„ჩვენი ხალხი არასდროს ყოფილა ასე ახლოს და ჩვენი ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინისადმი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

​ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი დარჩება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

„ევროკავშირი უკრაინის უახლოესი მეგობარი და საერთაშორისო სამართლის დამცველია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ თავიდანვე თქვენთან ერთად ვიყავით ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ფონ დერ ლაიენმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ 2014 წლიდან ყირიმი გამოიყენება არა მხოლოდ, როგორც რუსული სამხედრო ბაზა, არამედ, როგორც პლატფორმა იმ სასტიკი მეთოდების გამოსაცდელად, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროპელმა ოფიციალურმა პირმა შეშფოთება გამოთქვა ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ ევროკავშირი დაუღალავად იმუშავებს უკრაინის ხელისუფლებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ამ დარღვევების გამოსავლენად და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისაცემად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა