ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პიტერ სიიარტო - უნგრეთი არ გეგმავს უკრაინაში ომის გამო რუსებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას

24.08.2022 ნახვები: 536

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი არ გეგმავს უკრაინაში ომის გამო რუსებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას. აღნიშნულის შესახებ პიტერ სიიარტომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის პრაქტიკის გამკაცრების წინადადებაზე. აქ ჩვენ მხარს ვუჭერთ გერმანიის კანცლერის პოზიციას და არ ვაპირებთ რაიმე გამკაცრებას ან შეზღუდვას“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, როგორც სიიარტო აცხადებს, ესტონეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც რუსეთის ენერგორესურსების იმპორტის სრულ აკრძალვას მოიცავს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი წინააღმდეგია რუსეთზე ენერგეტიკულ სექტორში რაიმე ახალი სანქციის დაწესების. მისი თქმით, მის სახელმწიფოს არ აქვს ნავთობისა და გაზის სხვა წყაროებიდან მიღების შესაძლებლობა, ამიტომ ქვეყანა უარს ამბობს ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვაზეც კი.

„ამჟამად ფიზიკურად შეუძლებელია უნგრეთის ნავთობითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა რუსული ენერგორესურსების გარეშე. ჩვენ ხელს არ შევუწყობთ იმას, რომ უნგრელმა ხალხმა გადაიხადოს ომის საფასური“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა