სალომე ზურაბიშვილი - დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს თავისი წარმომადგენელი ყოლოდა
01.09.2022
ნახვები: 547
გაერო-ში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, სამ კვირაში იმართება გაერო-ს გენერალური ასამბლეა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შემოდგომის ახალი პერიოდია, რომელიც ქვეყნისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იქნება გადამწყვეტი და ეს ყველას ჩართულობას მოითხოვს.
„მე სულ მუდამ ვემიჯნებოდი ნებისმიერ, ყველას გახსოვთ კარგად, თუნდაც „ნაცების“ მიერ ჩემს შეურაცხყოფას ძალიან ბევრი მაგალითია ან დღესაც ვიღაც სამეულების, თუ ოთხეულობის, სულ ვემიჯნებოდი და ვერიდებოდი, რომ მე რამე ფორმით ჩავრთულიყავი იმაში, რაც პოლემიკის, პინგპონკის ფორმას მიიღებდა, რომელიც მე მგონია, არ ეკადრება პრეზიდენტს ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, მიუღებელია. ეს თავისთავად პოლარიზაციას აღვივებს და ჩემი მოწოდება პირველივე დღიდან იყო, რომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პოლარიზაცია და რჩება, რომ ჩვენ უნდა დავძლიოთ პოლარიზაცია, სხვათა შორის, ესეც არის ის პირველი პუნქტი, რაც წერია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ. ჩემი დღევანდელი გამოსვლა არ იკითხება როგორც რამე პოლემიკაში ჩართვა, მაგრამ ამავე დროს მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ევალება, გარკვეულ საკითხებზე, რაზეც ყველა საუბრობს და სხვადასხვა ფორით ხსნის ამ საკითხებს, თვით პრეზიდენტმა თავისი სიტყვა თქვას, რათა საზოგადოება გაიგოს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს თუ ის გადაწყვეტილება. რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გეტყვით, რატომ მივიღე ეს თუ ის გადაწყვეტილება.
ეს ეხება პირველ რიგში ძალიან გახმაურებულ საქმეს, რომელიც ეხება ჩვენ ყოფილ ელჩს ამერიკაში და დღეს უკვე გაერო-ში ჩვენ მუდმივ წარმომადგენელს, სადაც მე გამოვთქვი ჩემი პროფესიონალური პოზიცია მისი საქმიანობის შესახებ ხუთი წლის მანძილზე, ეს არგუმენტები, არასაჯაროდ წარვუდგინე იმ კონფიდენციალურ ფორმატრში, რომელიც არსებობს საგარეოსთან, პრემიერთან, წარვუდგინე ეს არგუმენტაცია როგორც საჭიროა, რომ ნებისმიერი ელჩის დანიშვნის დროს მოხდეს ეს კონსულტაცია. ეს გათვალისწინებულია ჩვენი სამართლებრივი ტექსტებით, არ დავიწყებ ახლა წაკითხვას, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს და ეს წარდგენა უნდა იყოს კონფიდენციალური და შედის კონფიდენციალური ტექსტების ნუსხაში. შემდეგ როცა დასრულდება ეს კონსულტაცია, მერე მოდის ის ძალიან ოფიციალური წარდგენა, რომელიც მომივიდა და რომელსაც მე გუშინ ხელი მოვაწერე.
ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რაღაცის შემეშინდა, მაგრამ იმიტომ, რომ აქამდე ვიდრე მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და თავდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, რომელიც ეხება გაერო-ს გენასაბლეა იმართება სამ კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო სრულუფლებიანი საქართველოს ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენასაბლეაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.