ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, მტკიცედ განიხილავს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულების სრულ შეწყალებას

ნახვები: 524 დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, მტკიცედ განიხილავს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულების სრულ შეწყალებას

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ფინანსურად ეხმარება ზოგიერთ მხარდამჭერს, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თავდასხმაში ბრალდებულების შეწყალების მომხრეც არის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მე ძალიან, ძალიან დადებითად განვიხილავ სრულ შეწყალებას. თუ გადავწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას და თუ მოვიგებ, ძალიან, ძალიან მტკიცედ განვიხილავ შეწყალებას, სრულ შეწყალებას“, – განცხადა დონალდ ტრამპმა.

2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ. თავდასხმის გამო 850 ადამიანი დააკავეს. გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ექსტრემისტია, რაც აშშ-ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა