კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

დიმიტრი მედვედევი - ევროპა თუ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს

ნახვები: 546 დიმიტრი მედვედევი - ევროპა თუ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მედვედევის თქმით, თუ ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი, მარტივად უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს.

განცხადება გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.

„ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა