გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ირაკლი ქადაგიშვილი - ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არ არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ, პრეზიდენტი სურათს ფართოდ არ აფასებს

ნახვები: 563 ირაკლი ქადაგიშვილი - ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არ არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ, პრეზიდენტი სურათს ფართოდ არ აფასებს

ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ არ არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ, ამის მრავალი ინდიკატორი ვნახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი სურათს ფართოდ არ აფასებს. როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ხელისუფლება ზომიერ და გონიერ პოლიტიკას ატარებს.

„იმის თქმა, რომ დღეს მსოფლიოში ომი არავის უნდა, არის პოლიტიკური სურათის ვერდანახვა ფართო მასშტაბით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ომი მიმდინარეობს და ამ ომში ჩართულია პირდაპირ თუ ირიბად ბევრი სახელმწიფო. ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ დაინტერესებული ძალები არ არიან, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო ომში აქტიურად იყოს ჩართული. ამის მრავალი ინდიკატორი ვნახეთ. ეს ინდიკატორები ხომ არ გამქრალა? – ეს ფაქტობრივი მოცემულობები იყო, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები იყო, რომ სამხედრო მოქმედებები დაგვეწყო. აქ ოპოზიციის მხრიდან პროვოციური იყო ისეთი ქმედებები, რაც რუსეთიდან აღქმული იქნებოდა, როგორც საქართველოს მხრიდან აგრესიული ნაბიჯები და ეს ზრდის მისი აგრესიის განხორციელების რისკებს.

ეს ყველა მოცემულობა ვნახეთ. ვფიქრობ, პრეზიდენტი სურათს ძალიან ფართოდ არ აფასებს. ოპოზიცია ისეთ აქციებს მართავდა, რაც მიმართული იყო არა მხოლოდ რუსული აგრესიის დაგმობისკენ, არამედ ჩვენი აქტიური ჩართულობა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებში. იგივე თვითმფრინავის ჩამოფრენა, საიდანაც სახელმწიფოს მოხალისეები უნდა გაეგზავნა. რასაც დასავლეთი არ აკეთებს, ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ? – ამაზეა საუბარი. ხელისუფლება ზომიერ და გონიერ პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა