ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სალომე სამადაშვილი - ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი

ნახვები: 535 სალომე სამადაშვილი - ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი

მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, უცნაურია, თუკი სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დავით ბაქრაძე არ არის კომპეტენტური გაერო-ს ელჩად, მაშინ რატომ მოაწერა ხელი მის დანიშვნას.

„მის ადგილას თავს შევიკავებდი ელჩის დანიშვნაზე ხელმოწერისგან. მან განმარტა საკუთარი მოტივაცია ამისთვის, არ ვიცი შეიძლება, ეს საზოგადოებისთვის მისაღებია, შეიძლება არ არის მისაღები. მე შემიძლია, ჩემი აზრი გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დავალებების კარგად შემსრულებელ დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწე ადამიანებს აჯილდოვებს შესაბამისი პოსტებით მომავალში. ეს არის დავით ბაქრაძის შემთხვევაც. სალომე ზურაბიშვილის მოტივაცია მან თავად განმარტა, თუ კონსტიტუციური შევიწროება მისი საკმარისი აღმოჩნდა, რომ აღარ აქვს სურვილი, მომავალში წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელ შტოს, ეს მისი არჩევანია. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნაწილში. განსაკუთრებით აღვნიშნავ მედიის თავისუფლების ნაწილს, სადაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ გამოიწვია სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გაჩნდა ძალიან დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, თავისუფალი მედიის პრობლემა, რომ მივაღწიოთ პროგრესს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა