ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

არჩილ თალაკვაძე - მელიამ განაცხადა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და რაღაც უნდა მოასწროს, ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, შეიძლება, თქვენი პოლიტიკური თითები ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ

ნახვები: 588 არჩილ თალაკვაძე - მელიამ განაცხადა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და რაღაც უნდა მოასწროს, ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, შეიძლება, თქვენი პოლიტიკური თითები ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს. ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება, ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით თალაკვაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ „დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება, მალე დაიხუროს და შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს“.

„შეხედონ ჯანსაღ ოპოზიციას, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან. კარები ჩვეულებრივად იღება. ასე რომ, ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, რომელიც სამ თვეში იმ ბრიფინგებით გვესმის, რომელსაც ნიკა მელია ატარებს. ეს მიუთითებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია და მას შინაარსი და გეგმა არ გააჩნია. მალე დადგება დრო და ეს იქნება რიგითი არჩევნები, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის. მის სივრცეს დემოკრატიული არჩევნებით ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა