ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დავით უსუფაშვილი - დღეიდან ჩავერთვებით საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატებში, არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების მიერ მომზადებული ზოგიერთი ცვლილების მხარდაჭერას

ნახვები: 536 დავით უსუფაშვილი - დღეიდან ჩავერთვებით საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატებში, არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების მიერ მომზადებული ზოგიერთი ცვლილების მხარდაჭერას

ხელისუფლებამ მოახერხა და ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით. ეს მათი არასწორი რიტორიკისა და პოლიტიკის გამო მოხდა. ახლა საქართველოს მეორე შანსი აქვს მიცემული და ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ყურადღებით გაეცნობა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს.

„გვესმის, რომ ამისთვის გადაწყვეტილებების მიღება საჭიროა პარლამენტში. სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პროექტების წარდგენის დროს ვიქნებით არა ჯიუტნი და არასათანამშრომლო, არამედ მოქნილი. დიდი ყურადღებით გავეცნობით მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტებს. ამ პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები იმიტომ ვართ, რომ ერთი პრობლემის სხვადასხვა ხედვა გვქონდეს. დღეიდან, ჩვენ ჩავერთვებით საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატებში და შევეცდებით, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების მიერ მომზადებული ზოგიერთი ცვლილების მხარდაჭერას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა