ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ანა ბუჩუკური - კრიტიკულად აუცილებელია, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ

ნახვები: 536 ანა ბუჩუკური - კრიტიკულად აუცილებელია, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელექტრონული სისტემების გამოყენებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს  მიეცეთ შესაძლებლობა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენ ქვეყანას არჩენენ. ჯერ კიდევ წინა წლის მონაცემებით, ემიგრანტებისგან ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტი მოდიოდა – 6 მილიარდ ლარზე მეტია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია ამ ადამიანებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამის მისაღწევად ჩვენ ყველა პოლიტიკურ ტრიბუნას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა