მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება

ნახვები: 558 შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება

ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია, ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება – რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას.

„გუშინაც ვთქვი, დღესაც გავიმეორებ – ჩვენი ამოცანა, მათ შორის, 12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ხოლო რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს. იცით, რომ ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელებზე, წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე და მათ შორის, თქვენ, მოგიწოდებენ რომ დაყაროთ ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული მანდატები – ეს არის ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა. ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა