ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ზურაბიშვილი: როგორიც არ უნდა ყოფილიყო რუსეთის უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა

06.09.2022 ნახვები: 533

"უკრაინამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოებული ამ ძალზე მამაცი და მტკიცე ბრძოლით, ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. შესაძლოა, ჯერ ყველას არ შეუძლია ამის დანახვა, მაგრამ ეს რეალობა სულ სხვაა.

პარადოქსია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა რუსეთის შემოჭრა თბილისში (აქ არ ვთვლი ძველ დროებს) და 2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა საუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაცია, დასრულდა ის საბჭოთა კავშირი, თუნდაც დღევანდელი რუსეთი და მსოფლიოს ზოგიერთი კუთხე ამას ჯერ ვერ იაზრებდეს. სინამდვილეში, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ უკვე სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილს (როგორც ეს გვეგონა და შეიძლება არც ეს იყო სიმართლე) დაძლევა",-განაცხადა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" სიტყვით გამოვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა