გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ნიდერლანდების ელჩი - ევროკომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება მედიის მდგომარეობას, რომელიც ურჩევს საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა თავისუფალი და პლურალისტული მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად

ნახვები: 563 ნიდერლანდების ელჩი - ევროკომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება მედიის მდგომარეობას, რომელიც ურჩევს საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა თავისუფალი და პლურალისტული მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად

საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მარია ქრისტინა ვან კოლდამის განცხადებით, ევროკომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება საქართველოში მედიის მდგომარეობას, იმას, რომ ქვეყანამ გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო.

მისივე თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმასა და დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია.

„რაც შეეხება მედიის მდგომარეობას საქართველოში, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსთვის ევროკომისიის რეკომენდაციებზე წევრობის განაცხადთან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება მედიის მდგომარეობას, რომელიც ურჩევს საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ამასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც სასამართლო რეფორმას და დამოუკიდებელ სასამართლოს ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ვუჭერთ მხარს, თუმცა ეს ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი საელჩო მზად არის, იმუშაოს ყველასთან საქართველოში ამის განსახილველად“, – აღნიშნა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებდით მედიაგარემოს საქართველოში, 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმის გათვალისწინებით“, – ელჩის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან მედიასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, რადგან თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის.

„თქვენ ახსენეთ გასული წლის 5 ივლისის მოვლენები, როდესაც ჟურნალისტების, ლგბტქაი აქტივისტების წინააღმდეგ საშინელი თავდასხმები განხორციელდა და ეს იყო ძალიან „შავი დღე“. ნამდვილად, ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ჩატარდეს ეფექტიანი და სიღრმისეული გამოძიება, მათ შორის ძალადობის წამქეზებლების წინააღმდეგ. ჩვენ ეს სასიცოცლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. და, რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება სასამართლოს დამოუკიდებლობაც. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამასთან და მედიასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, რადგან თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის, ისევე, როგორც ეს არის ნებისმიერ ქვეყანაში“, – განუცხადა ნიდერლანდების ელჩმა ჟურნალისტებს.

ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ ელჩმა ასევე აღნიშნა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმესაც. ცნობად ვიღებთ იმ კითხვებს, რომლებიც წამოჭრა სახალხო დამცველმა საწყის ეტაპზე. ისევ ვიტყვი, რომ ეს ასევე უკავშირდება სასამართლო რეფორმას და მედიის თავისუფლებას. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ ამ კონტექსტში და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, მე აქ ვარ მხარდაჭერისთვის“.

ნიდერლანდების ელჩი ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

„როგორც ნიდერლანდების ელჩი, ძალიან ამაყი ვარ, რომ შეგვიძლია პროექტის მხარდაჭერა, რომელიც აერთიანებს მრავალ ჟურნალისტს, მედია პროფესიონალს, ექსპერტს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, პარტნიორებს საქართველოში, რომლებთანაც ჩვენ სიამოვნებით ვმუშაობთ და რომელთა მუშაობასაც ძლიერ ვაფასებთ. ეს დღე შეირჩა, რადგან დღეს არის ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გამოხატონ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ჩვენ გამოვხატოთ მათ მიმართ მხარდაჭერა. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა