კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ლევან დავითაშვილი - თბილისში მიმდინარე ფორუმზე თურქეთიდან ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი ჩამოვიდა, იმედი მაქვს, პირდაპირი კონტაქტები დამყარდება, რაც აისახება სავაჭრო ურთიერთობების გამყარებაზე

ნახვები: 547 ლევან დავითაშვილი - თბილისში მიმდინარე ფორუმზე თურქეთიდან ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი ჩამოვიდა, იმედი მაქვს, პირდაპირი კონტაქტები დამყარდება, რაც აისახება სავაჭრო ურთიერთობების გამყარებაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფორუმს მართავს სახელწოდებით „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“. ფორუმზე საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შეეხება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ღონისძიებაზე საქართველოსა და თურქეთს შორის ინვესტიციების დამატებით შესაძლებლობებს განიხილავენ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება საქართველოში, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის ინვესტიციების დამატებით შესაძლებლობებს განიხილავს. იცით, რომ საქართველომ, თურქეთმა და ევროკავშირმა 2021 წლის აპრილში მოახერხეს ინვაზიური დიაგონალური კომულაციის შესახებ შეთახმების მიღწევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რომელიც იყენებს ნედლეულს, თავისუფლად შეიძლება ივაჭრებოდეს ევროკავშირის ბაზარზე და პირიქით, რაც საშუალებას მისცემს ერთობლივ საწარმოებს, ქართულ კომპანიებს, თურქულ კომპანიებს, გაზარდოს საექსპორტო შესაძლებლობები, მათ შორის, ისარგებლონ სრულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავატარეთ კონკრეტული კვლევები USAD-თან ერთად, გამოვიკვლიეთ ღირებულებათა ჯაჭვები, კონკრეტული სექტორები, ბიზნესის დარგები. გვინდოდა, აღნიშნული კვლევები გაგვეცნო ბიზნესისთვის, რათა ეს შესაძლებლობები მეტად გამოიყენონ. ასევე, უშუალოდ სავაჭრო პალატისა და „აწარმოე საქართველოს“ მიერ ორგანიზებულია დღეს B2B შეხვედრები. ბიზნესი ერთმანეთს შეხვდება. თურქეთის ვაჭრობის მინისტრს დღეს ჩამოჰყვა ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი თურქეთიდან და იმედი მაქვს, რომ პირდაპირი კონტაქტები გამყარდება, რაც უშუალოდ აისახება ჩვენი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა