ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა

ნახვები: 537 ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა

ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა. შესაბამისი ცერემონიები ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დედაქალაქებში გაიმართა. ახალ ზელანდიაში ჩარლზის მონარქად გამოცხადება, ველინგტონში, პარლამენტის შენობაში მოხდა.

პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ღონისძიებებით აღიარებულია დედოფლის ვაჟი, „მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III, როგორც ჩვენი სუვერენი“.

არდერნმა მოსახლეობას უთხრა, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ახალ ზელანდიაში ცვლილებების დრო დადგა.

„მეფე ჩარლზმა მუდმივად აჩვენა თავისი ღრმა მზრუნველობა ჩვენი ერის მიმართ. ამ ურთიერთობას ჩვენი ხალხი ღრმად აფასებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს გაღრმავდება“, – თქვა ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

გენერალურმა გუბერნატორმა დევიდ ჰარლიმ, ბრიტანეთის მონარქის წარმომადგენელმა ავსტრალიაში, მეფე ჩარლზი გამოაცხადა სახელმწიფოს მეთაურად კანბერას პარლამენტის შენობაში, რასაც 21 გასროლა მოჰყვა.

ბრიტანეთის მონარქი არის სახელმწიფოს მეთაური ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ასევე გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ 14 სამეფოში, თუმცა ეს როლი ძირითადად ცერემონიულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა