გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

სვენ მიქსერი - ყველა ქართველი პოლიტიკოსი თუ აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები მეორეხარისხოვანია

ნახვები: 561 სვენ მიქსერი - ყველა ქართველი პოლიტიკოსი თუ აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები მეორეხარისხოვანია

ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ყველა აქტორი თუ აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები მეორეხარისხოვანია.

„მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური აქტორი, სამოქალაქო საზოგადოება პროცესში იყოს ჩართული. ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქართველმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ ეს პროცესი, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი. საკმაოდ ხშირად შიდა პოლიტიკური დისკუსია და მოკლევადიანი მიზნები ფარავს დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო მიზნებს. ახლა ლიდერებზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ, რომ შეძლონ ნდობის შენება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული მოთამაშეები ერთად მუშაობას შეძლებენ. თუ ყველა აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია, მეორეხარისხოვანია, საკითხები წინ წაიწევს. ესაა ჩემი მთავარი რეკომენდაცია“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა