ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ლევან ბეჟაშვილი - რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცის გეგმა იქნება დამატებითი სტიმული, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, წლის ბოლომდე ყველა საჭირო კანონპროექტი მივაღებინოთ

ნახვები: 556 ლევან ბეჟაშვილი - რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცის გეგმა იქნება დამატებითი სტიმული, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, წლის ბოლომდე ყველა საჭირო კანონპროექტი მივაღებინოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით განახლებულ გეგმას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ეს „ქართულ ოცნებას“ გადააზღვევს, რომ ცალკეულ საკითხებზე თავისებური ინტერპრეტაცია არ ჰქონდეთ.

როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ოპოზიციის გეგმა დამატებითი სტიმული და ინდიკატორი იქნება იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ წლის ბოლომდე ყველა საჭირო კანონპროექტი მიაღებინონ.

„საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებით წარმოადგენს განახლებულ გეგმას 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს „ქართულ ოცნებას“ გადააზღვევს, რომ ცალკეულ საკითხებზე თავისებური ინტერპრეტაცია არ გააკეთონ და ის კანონპროექტები იყოს მიღებული, რაც რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს და ევროპელი პარტნიორების მოთხოვნას წარმოადგენს. ჩვენი შეჯერებული გეგმა დამატებითი სტიმული და ინდიკატორი იქნება იმის, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, განიხილოს ეს საკითხები და მივაღებინოთ ყველა საჭირო კანონპროექტი წლის ბოლომდე. ალტერნატიული წინადადებები ინკლუზიურობას უზრუნველყოფს და „ქართული ოცნება“ ვალდებულია, ეს პროექტები განიხილოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა