კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

რატი იონათამიშვილი - ელენე ხოშტარიას ყველა ქმედება, დაწყებული სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებით და გაგრძელებული დღევანდელი აქციით, რუსულ ჰიბრიდულ ძალასთანაა კავშირში

ნახვები: 548 რატი იონათამიშვილი - ელენე ხოშტარიას ყველა ქმედება, დაწყებული სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებით და გაგრძელებული დღევანდელი აქციით, რუსულ ჰიბრიდულ ძალასთანაა კავშირში

ამ ადამიანის ყველა ქმედება, დაწყებული პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებით და გაგრძელებული თუნდაც, დღევანდელი აქციის ჩათვლით, ჩემთვის არის მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ჰიბრიდულ ძალასთან კავშირში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეისათვის დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

იონათამიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეროვნულობის მოტივით, სინამდვილეში, უცხო ქვეყნის გაძლიერებას უწყობენ ხელს.

„მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ექნება, ვინაიდან, ჩვენი საზოგადოება გონივრულად აფასებს ამ ქმედებებს, როდესაც მოსკოვიდან დაფინანსებული თანხებით ხდება გარკვეული ღონისძიებების გამართვა. ეს შეიძლება, მხოლოდ რუსეთის ინტერესში იყოს, მაგრამ რუსეთის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ვერსადრის ფეხს ვერ მოიკიდებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა