ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თამარ ტალიაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ნახვები: 523 ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თამარ ტალიაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს თამარ ტალიაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განიხილეს და ერთხმად მხარი დაუჭირეს.

კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა უკვე მოამზადა. დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიციაა.

„ამავდროულად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იქ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები და ვუსურვებთ წარმატებას ჩვენი მხრიდან. ამასთან დაკავშირებით დგება საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც შეუთავსებლობის საკითხი არის და კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით მოამზადა შესაბამისი დასკვნა და ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტისთვის შესაბამისი დადგენილების პროექტი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ქალბატონი თუ გადის, ქალის კვოტას ისევ ქალის კვოტა ავსებს“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა