კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადოკატი - მივიღეთ დასტური ოთხი სამედიცინო ექსპერტიდან ორთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, დღეს მივიღებთ დადასტურებას ექიმი კობისთვის და შევძლებთ ვნახოთ ჩვენი კლიენტი

ნახვები: 547 მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადოკატი - მივიღეთ დასტური ოთხი სამედიცინო ექსპერტიდან ორთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, დღეს მივიღებთ დადასტურებას ექიმი კობისთვის და შევძლებთ ვნახოთ ჩვენი კლიენტი

მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენ უკვე მივიღეთ დასტური ჩვენი ოთხი სამედიცინო ექსპერტიდან ორთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ დღეს მივიღებთ დადასტურებას ექიმი კობისთვის და მოგვიანებით შევძლებთ ვნახოთ ჩვენი კლიენტი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანგელომ განაცხადა.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი ჯეიმს კობი პაციენტთან შესვლას მალე შეძლებს.

„მადლობას ვუხდით ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია და გავეცით პასუხები დამატებით კითხვებს. ვიმედოვნებთ, გვექნება მყისიერი დასტური ექიმი კობისთვის, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული. ვიმედოვნებთ, რომ დღეს მივიღებთ დადასტურებას და მოგვიანებით შევძლებთ ვნახოთ ჩვენი კლიენტი. ვიმედოვნებთ, რომ ჯეიმს კობი შეძლებს მის ნახვას. ველოდებით სამინისტროს პასუხს ბოლო მიმართვაზე. ჩვენ განვაახლეთ მოთხოვნა, ხაზი გავუსვით ექიმი კობის სამედიცინო კვალიფიკაციას და ფაქტს, რომ ექიმი კობი კლინიკურ პრაქტიკას აწარმოებს, რაც გულისხმობს, რომ ის მკურნალობდა და ნახულობდა პაციენტებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში, მუშაობდა „ფი-ეჩ-არ“ ორგანიზაციისთვის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ ამას დაინახავენ და სწორად მოიქცევიან“, – განაცხადა დანგელომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა