აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ კელი დეგნანს, მკაფიო იყოს მისი განცხადება დეოლიგარქიზაციაზე, რადგან ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ელჩის პათოსს ემთხვევა

ნახვები: 534 მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ კელი დეგნანს, მკაფიო იყოს მისი განცხადება დეოლიგარქიზაციაზე, რადგან ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ელჩის პათოსს ემთხვევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მკაფიო უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას, სადაც კელი დეგნანი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოსთან“.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ არ იქნება მკაფიო განმარტება და მეტი სიზუსტე, რა იგულისხმება ელჩის აღნიშნულ განცხადებაში, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, ოპოზიციის მესიჯბოქსი, რომ კანონი ერთ ადამიანს უნდა მოერგოს, ემთხვევა პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს.

„მკაფიოობაზე როცაა საუბარი, ამ ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ვუდასტურებთ რა პატივისცემას, ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან გუშინ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. დღეს, ქალბატონი კელი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუ აქ არ იქნება მეტი მკაფიოობა და მეტად დაზუსტება, ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის პათოსს. ამას სჭირდება უფრო დაზუსტება და მკაფიოობა. ამავდროულად, თუ გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ, რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გვერდზე ვდებთ სამართლის, დემოკრატიის პრინციპებს და ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება, მოხდეს, ავტორიტარულშიც ალბათ ამას ერიდებიან, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში როგორც შეიძლება, მოხდეს – კონკრეტულ ადამიანს შეიძლება, მოერგოს პირდაპირ კანონი, ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტეა საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ ვინმემ მიიჩნია, რომ კელი დეგნანის კომენტარი კანონის ერთ ადამიანზე მორგებას ნიშნავს, „ვიღაცას ეგონება, რომ ელჩი აკეთებს იმგვარ განცხადებას, რომელიც სამართლის პრინციპებს საერთოდ გვერდით წევს“.

„ელჩის მხრიდან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ელჩის მხრიდან ამას მეტი დაზუსტება თუ არ მოყვება, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს იყოს იგივე ნარატივი, რაც მაგალითად, „ნაცმოძრაობიდან“ ჩემმა კოლეგამ გუშინ გაახმოვანა. თუ ვინმემ მიიჩნია, რომ ელჩის კომენტარი ნიშნავს, ერთ ადამიანს მოერგოსო, ვიღაცას ეგონება, რომ ელჩი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც სამართლის პრინციპებს საერთოდ გვერდით წევს. აქედან გამომდინარე, ამას სჭირდება დაზუსტება. სწორედ, როდესაც მაგალითად, ჩვენი და „ხალხის ძალის“ განსხვავებებზე გველაპარაკებიან, რა თქმა უნდა, არ გავემიჯნებით იმ თემას, სადაც ნებისმიერის, „ხალხის ძალიდან“ და ჩვენი კოლეგებიდან, უმრავლესობის წევრებიდან კიარა, „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან რომ დაისვას შეკითხვა და ამ კითხვაზე პასუხი იყოს მოთხოვნილი, მეც ვიტყვი, რომ პარლამენტის წევრი უსვამს შეკითხვას ნებისმიერს და ამაზე პასუხი უნდა გაეცეს. პასუხის გაცემაში არაფერი ისეთი არ არის, რაც სპეკულაციურად შეაფასებინებს ვინმეს, რომ ეს არის თავდასხმა მეგობარ ქვეყანაზე და ა.შ. ამიტომ, მკაფიოობა სჭრდება თითოეულ განცხადებას. არადაზუსტებები, გაბრალური ნარატივი ყოველთვის წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც პასუხები არ არის ხოლმე და ეს აზიანებს საზოგადოებრივ და ეროვნულ ინტერესს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა