ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ლევან დავითაშვილი - 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით, ორი პროცენტული პუნქტით და დღეს ისტორიულ მინიმუმზეა

ნახვები: 537 ლევან დავითაშვილი - 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით, ორი პროცენტული პუნქტით და დღეს ისტორიულ მინიმუმზეა

2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა 21.3 პროცენტიდან 17.5 პროცენტამდე, ხოლო 2019 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ასევე ორი პროცენტული პუნქტით შემცირდა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დავითაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, სიღარიბე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და მისი დაძლევის რეალისტური გზა არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

„ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს. მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გამოხატულია, მათ შორის, ჩვენს ერთგულებაში რეფორმების მიმართ და იცით, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველომ სამწლიანი, ე.წ. Stand-By arrangement რეჟიმით სავალუტო ფონდთან დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 280 მლნ აშშ დოლარის დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ეს დასჭირდა, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვართ რეფორმების ერთგულნი – განსაზღვრულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა