დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რობერტა მეცოლა - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდხანს შეძლებს, ითამაშოს მუქარით

ნახვები: 518 რობერტა მეცოლა - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდხანს შეძლებს, ითამაშოს მუქარით

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, როდესაც შევთანხმდით და ვიპოვეთ საერთო გამოსავალი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

როგორც რობერტო მეცოლამ აღნიშნა, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდი ხანი შეძლებს ითამაშოს მუქარით, შანტაჟით და დაშინებით.

„არავითარი განსხვავება არ იყო ქვეყნებს შორის. ჩემი აზრით, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, სწორედ ამას ელოდება ჩვენგან მოსახლეობა. რაც შეეხება იმ ზომებს, რომლებიც უნდა მივიღოთ. გვაქვს მოკლევადიანი ზომები, ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ გაზის მიმართულებით. არ არსებობს მარტივი გამოსავალი. არ არსებობს მარტივი პასუხები, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, მათ მისაღებად. ჩვენი მოქალაქეები შეშფოთებულები არიან. უნდა დავწიოთ გადასახადები, უნდა გადავარჩინოთ ბიზნესები, უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პროპორციული პასუხი გვაქვს. რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდი ხანი შეძლებს ითამაშოს მუქარით, შანტაჟით და დაშინებით. ის არ შეჩერებულა 2008 წელს, არ შეჩერებულა 2014-ში და მას არც ახლა აქვს გაჩერების სურვილი. თუ წევრ სახელმწიფოებს მეტი დრო სჭირდებათ, მათ ეს დრო უნდა მიეცეთ, მაგრამ მოდით არ გადავუსწროთ ერთმანეთს, დავასრულოთ სპეკულაციები და დღის ბოლოს პუტინს ვანახოთ, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც გვკარნახობს, ვინც გადაიხდის და როგორ გადავიხდით ჩვენს გადასახდელს“, – განაცხადა რობერტო მეცოლამ.

პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა