ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვლადიმერ პუტინი - ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი

ნახვები: 537 ვლადიმერ პუტინი - ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი

ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, – აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ოპერატიული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი.

„კრიმინალისტიკური და სხვადასხვა ექსპერტიზა, ასევე მოწოდებული ოპერატიული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ნათელია, რომ ამ ტერაქტის შემკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან უკრაინული სპეცსამსახურები. კიევის რეჟიმი დიდი ხანია, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი გაათანაბრა საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან. დღეს დილით, თავდაცვის სამინიტროს წინადადებების და რუსეთის გენშტაბის გეგმის საფუძველზე, მაღალი სიზუსტის შორი მანძილის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით განხორციელდა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამხედრო სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობაზე. თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრებული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა