კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი - მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი მოელოდა

ნახვები: 547 შალვა პაპუაშვილი - მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი მოელოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის გარშემო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული იურიდიული თუ არაიურიდიული საზოგადოება დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მათ საკითხის მიმართ ყალბი აღქმები ჩამოაყალიბეს.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ „საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი მოელოდა“.

„მოგეხსენებათ, ეს კანონი უკრაინაში მიიღეს 2021 წლის ნოემბერში, ამოქმედდა 2022 წლის მაისში და მიღებისთანავე, 2021 წლის ნოემბერში გაეგზავნა ვენეციის კომისიას დასკვნისთვის. თუმცა რუსეთის აგრესიული ომის გამო, უკრაინასთან მიმართებით ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა შეჩერებული იყო.  როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დაიძრა ეს და სხვა საკითხებიც, რომლებზეც უკრაინას ვენეციის კომისიისთვის მიმართული აქვს დასკვნების შედგენა და გამოქვეყნება. ამიტომ არის სიგნალები, რომ დასკვნა სავარაუდოდ მალე იქნება.

მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ იგივე პრაქტიკა გააგრძელა ვენეციის კომისიამ უკრაინასთან მიმართებით, რომ გადადოს ყველა დასკვნა მათთან დაკავშირებით, შეიძლება, ასე უსასრულოდ ვერ დაველოდოთ. ამიტომ მინდა, ერთ საკითხს გამოვეხმაურო, რაც შეეხება, ვის უნდა ეწიოს ჩვენი ცოდვა. არ ვიცი, ევროკავშირს ეწევა თუ – არა, მაგრამ მგონი, პოლიტიკური სპექტრის ნაწილს უკვე ეწია ეს ცოდვა, რაც ოლიგარქიის საკითხსს შეეხება. ჩვენს ქვეყანაში ეს ტერმინი შემოიღო, დაამკვიდრა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა და მთელი ბედის ირონიაც იმაშია, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ვნახეთ, ეს ცოდვა საბოლოო ჯამში, ოპოზიციის ნაწილს თავად შემოუბრუნდა. ამიტომ თავისთავად ეს სასკოლო მაგალითია იმისა, როგორ ხდება ყალბი აღქმების ფორმირება, შემდეგ როგორ ახდენს გავლენას ყალბი აღქმები, მათ შორის საერთაშორისო აღქმებსა და რეპუტაციაზე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე – როდესაც საუბარია ოლიგარქიის და ასე შემდეგ საკითხებზე, მათ შორის ხელისუფლებასთან მიმართებით, საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე; ამ ყალბი აღქმების შემდეგ როგორ ხდება უკან მობრუნება ასეთი რეკომენდაციებით და შემდეგ როგორ არის ხელის სავსავი, როგორ არის მთელი საზოგადოება, რა ვქნათ ახლა, რა ვუყოთ ამ ყველაფერს, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

მგონი, ეს კარგი სასკოლო მაგალითია, რომ როდესაც ხდება ყალბი აღქმების ჩამოყალიბება, მით უმეტეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, ამას კარგი შედეგი არ მოაქვს და სწორედ ამ დილემამდე მივყავართ, რა დილემაშიც ახლა აღმოჩნდა ქართული იურიდიული თუ არაიურიდიული საზოგადოება. გაფაციცებით ყველა ეძებს ოლიგარქს და მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ზოგი ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მოელოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა