მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

სერგეი ლავროვი - უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მოსკოვს აშშ-სგან სერიოზული წინადადებები არ მიუღია

ნახვები: 558 სერგეი ლავროვი - უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მოსკოვს აშშ-სგან სერიოზული წინადადებები არ მიუღია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მოსკოვს აშშ-ის მხრიდან სერიოზული წინადადებები არ მიუღია.

როგორც მედია წერს, აღნიშნული რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსულ ტელეეთერში საუბრისას განაცხადა.

„ახლა ჩვენ გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მთელი გულით მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის და გამოდიან უკრაინაში და მის ირგვლივ არსებული ვითარების პოლიტიკური დარეგულირებისთვის, მაგრამ რუსეთი არის ძალიან ცუდი და ის უარს ამბობს კონტაქტზე. ეს სიცრუეა. ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სერიოზული შემოთავაზება კონტაქტის დასამყარებლად. იყო არც თუ ისე სერიოზული წინადადებები, რომლებზედაც არ ვპასუხობდით ნეგატიურად, თუმცა შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბება, რომლითაც ზოგიერთს სურს, დაგვიკავშირდეს არაპირდაპირი კონტაქტებით. არც ამ შემთხვევაში, რაიმე კონკრეტული განმარტებები არ მიგვიღია“, – განაცხადა ლავროვმა.

ეთერში ლავროვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, რაზეც მან განაცხადა, რომ ამერიკელები დიდი ხანია, ამ ომში მონაწილეობენ დე ფაქტოდ.

„ისინი არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, ისინი აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს თანამგზავრებიდან და არა მხოლოდ ათეული სამხედრო თანამგზავრიდან, არამედ რამდენიმე ასეული კომერციული თანამგზავრიდან, რომლებიც ახლა სამხედროების სამსახურშია“, – აღნიშნა ლავროვმა.

ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ, ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ასეთი წინადადება მიღებული იქნება, მოსკოვში მას განიხილავენ.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არასდროს ვამბობთ უარს შეხვედრებზე“, – განაცხადა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა