დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ჯო ბაიდენი - გაერო-ს კენჭისყრა მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალით მიტაცებას

ნახვები: 518 ჯო ბაიდენი - გაერო-ს კენჭისყრა მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალით მიტაცებას

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, გაერო-ს კენჭისყრა მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის.

ბაიდენის განცხადებით, დღეს მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ერებმა ყველა რეგიონიდან, დიდმა თუ პატარამ, იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრით, ხმა მისცეს, რათა დაეცვათ გაერო-ს წესდება და დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის უკანონო მცდელობა.

„143 ერი დადგა თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს. მხოლოდ ოთხმა აირჩია რუსეთის მხარე“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს.

„ამ კონფლიქტის ფსონები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა. რუსეთს არ შეუძლია რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა. რუსეთს არ შეუძლია ძალით საზღვრების შეცვლა. რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება, თითქოს მისია. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ამ ომიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, მსოფლიომ აჩვენა, რომ ის უფრო ერთიანი და მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს მის დარღვევებზე.

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიტაცებას“, – აცხადებს პრეზიდენტი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.

დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა