ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

​ოლექსანდრ კორნიენკო - გვქონდა აზრთა გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან, ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი

ნახვები: 535 ​ოლექსანდრ კორნიენკო - გვქონდა აზრთა გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან, ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი

ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან საინტერესო, ეფექტიანი გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ​ოლექსანდრ კორნიენკომ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ​ოლექსანდრ კორნიენკომ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში ამჟამად არსებულ ვითარებას.

„გვქონდა აზრთა ძალიან საინტერესო, ეფექტიანი გაცვლა საქართველოს დელეგაციასთან. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე, რუსეთის ინტერვენციაზე, რუსეთის აგრესიაზე და საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ამ რთულ სიტუაციაში. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ჩვენ საერთაშორისო პროცესს, რათა მოხდეს რუსეთის დელეგაციების ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვა, როგორიცაა პარლამენტთაშორისი კავშირი, გაერო, შავი ზღვის რეგიონის ორგანიზაციებიდან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალში“, – განაცხადა ოლექსანდრ კორნიენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა