ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნახვები: 524 თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა, სხვა პირებთან ერთად, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც უნდა აიღოს.

„ცხადია, ის, რაც მოხდა, უმძიმესი ტრაგედია, არ უნდა დასრულდეს ისე, რომ ვინმემ არ აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და ეს ვინმე არ შეიძლება, იყოს უბრალოდ რიგითი მუშა. მთელი მერია და კალაძის კანტორა კორუფციულ გარიგებებში, ტენდერებშია ჩაფლული. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აყენებს ხოლმე სამწუხაროდ ისეთ შედეგებს, რაც დადგა“, – განაცხადა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა ნიკა მოსიაშვილმა.

ამასთან, როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, მარიამ შუშანიამ განაცხადა, აქციაზე დაახლოებით 15-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მისივე თქმით, ეცდებიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა ყველა ის პირი დაისაჯოს, ვისაც ბრალი მიუძღვის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე.

„შევიკრიბეთ დღეს სხვადასხვა ჯგუფები. დაახლოებით 15-მდე ორგანიზაცია ვართ და მოვითხოვთ, რომ კეთილი ინებონ, პასუხისმგებლობა აიღონ, დაიწყონ გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვახსენდება სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოძიება, სადაც დამნაშავეები დაისაჯნენ, თუმცა ამჯერად მაქსიმალურად ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – განაცადა შუშანიამ.

ამასთან, თბილისის მერიასთან მობილიზებულია პოლიციაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა