კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმება გვაქვს, რომელიც გვაიმედებს, რომ რეალურად შეიძლება მოხერხდეს ომბუდსმენის არჩევა, თუმცა თუ ოპოზიციის ნაწილი აირჩევს დესტრუქციულ გზას, შეიძლება, პროცესს გარკვეული პრობლემა შეექმნას

ნახვები: 566 მიხეილ სარჯველაძე - შეთანხმება გვაქვს, რომელიც გვაიმედებს, რომ რეალურად შეიძლება მოხერხდეს ომბუდსმენის არჩევა, თუმცა თუ ოპოზიციის ნაწილი აირჩევს დესტრუქციულ გზას, შეიძლება, პროცესს გარკვეული პრობლემა შეექმნას

შეთანხმება გვაქვს, რომელიც გვაიმედებს, რომ რეალურად შეიძლება მოხერხდეს სახალხო დამცველის არჩევა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი აირჩევს დესტრუქციულ გზას, ამ შემთხვევაში შეიძლება, გარკვეული პრობლემა პროცესს შეექმნას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მან ჟურნალისტებს მიმართა, შეთანხმების შესრულების მზადყოფნასთან დაკავშირებული კითხვით პირველ რიგში იმ პოლიტიკურ ძალებს მიმართონ, რომლებიც უკომპრომისოდ აცხადებენ, რომ სახალხო დამცველობის მხოლოდ ერთ კანდიდატს დაუჭერენ მხარს და სხვას არავის.

„ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომლებიც თვლიან, რომ თუ ისინი თავად არ იქნებიან წარმატების შემოქმედები, ასეთ შემთხვევაში, მათთვის მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკურ ძალას, სხვა პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს წარმატება. ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ არ ავირჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება მიკერძოებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩეული კანდიდატი იქნება ნეიტრალური და არა ხელისუფლების მიერ მართული. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ავტომატურად არა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული ნიშნავს ხელისუფლების მიერ მართულს, ეს, რა თქმა უნდა, აბსურდულად კითხვის დასმას ნიშნავს. „ქართულ ოცნებას“ ნუ დაუსვამთ პირველ რიგში კითხვას შეთანხმებასთან დაკავშირებით თუ როგორი პოზიცია ექნება, იმ პოლიტიკურ ძალებთან დასვით კითხვა შეთანხმებისთვის ვინ რამდენად მზადყოფნას აცხადებს, რომლებიც ამბობენ უკომპრომისოდ, რომ მხოლოდ ეს და სხვა არც ერთი“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა