ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს, მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის

ნახვები: 529 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს, მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ომის დაწყებიდან რვა თვის შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, 24 თებერვალს ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს უკრაინულ ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.

ზელენსკიმ ისაუბრა ყირიმის საერთაშორისო ფორმატზეც, ასევე გერმანია-უკრაინის ფორუმსა და ისრაელის მიმართ მიმართვაზე. მან მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს, რომელიც, მისი თქმით, ნამდვილად ზრუნავს გაერო-ს ქარტიისა და გლობალური უსაფრთხოების დაცვაზე.

„ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომიდან. რას მივაღწიეთ ამ დროში? ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და რუსეთი ამას ვერ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინულ ტერიტორიას. უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს ნომერ მეორე არმიას. ახლა რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, რაღაცის გამოწურვას ცდილობს დასავლეთისგან, იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის. მსოფლიო ხედავს ამას. იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა, იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა. იყო პოლიტიკური წონა – ახლა მუდმივად მზარდი იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. და ეს კონფიგურაციების მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევრო-აზიის ჩვენს ნაწილში. რაც უფრო მეტად დაკარგავს რუსეთი პოტენციალს, მით უფრო მეტად მიიღებენ რეალურ თავისუფლებას ერები, როგორც რუსეთის გვერდით, ასევე მის საზღვრებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა