კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

რომან გოცირიძე:მატარებელი დაიძრა - ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია იქ, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ

ნახვები: 547 რომან გოცირიძე:მატარებელი დაიძრა - ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია იქ, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ

მატარებელი დაიძრა - ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოლდოველი ოლიგარქებისა და რუსეთის გავლენის სუბიექტებისთვის აშშ- ის მიერ სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, ივანიშვილი დროულად უნდა ჩამოსცილდეს არაფორმალურ მართვას და დეოლიგარქიზაციის კანონი ამ მხრივ, მისთვის კარგი საშუალებაა.

"ოლიგარქია, როგორც ასეთი, სამუდამოდ მოკვდება. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, რაც ფაქტობრივად არის არალეგალური ფული, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი. პლახატნიუკი დიდი ხანია მოლდოვაში არ არის და არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, ამის მიუხედავად ამ სიაში მოჰყვა, რაც არის დამღა და მასთან ურთიერთობას არც ერთი წესიერი ბიზნესი არ დაიჭერს, არც ერთ ქვეყანაში არ შეუშვებენ, რომელიც ცივილიზებული დასავლური სამყაროს ნაწილია. დაიძრა ეს მატარებელი, ივანიშვილის სანათესაო რომ უკრაინაში უკვე სანქციების ქვეშ არის, ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამიტომ დროზე უნდა ჩაეხსნას არაფორმალურ მართვას, ძალაუფლების უზურპაციას.

ყველას ვისაც რაიმე კავშირი აქვს დანაშაულებრივ პუტინის რეჟიმთან და მის გარემოცვასთან, აუცილებლად მოჰყვება ამ სიაში, მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგებით,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა მოლდოვაში რუსეთის მუდმივი მავნე გავლენის კამპანიებისა და სისტემური კორუფციისთვის 9 ფიზიკურ პირს და 12 ორგანიზაციას. სანქციები შეეხება მათ შორის, მოლდოვის მთავრობის ყოფილი თანამდებობის პირს ვლადიმერ პლახოტნიუკს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა