დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თეა წულუკიანი - დღეს საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ზოგიერთი ოპოზიციონერის ქმედება უკვე ემსგავსება ცირკს, რადგან სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ

ნახვები: 519 თეა წულუკიანი - დღეს საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ზოგიერთი ოპოზიციონერის ქმედება უკვე ემსგავსება ცირკს, რადგან სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ

ჩვენ ვმუშაობთ და ქართველ ერს ეცოდინება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი წარმატებისთვის ევროპულ გზაზე ყველაფერი გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციები „ქართული ოცნების“ მიერ ძალიან სერიოზულად არის აღქმული.

„დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა. 12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული. პარლამენტი მუშაობს დღენიადაგ. მე პარლამენტში კოლეგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რამხელა შრომას ეწევიან, რათა დათქმულ ვადებში ყველა საკანონმდებლო ცვლილება გატარდეს. საქმე გვაქვს რეალურად იმასთან, რომ მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, უნდოდათ რეალურად დეოცნებიზაცია, დებიძინიზაცია. აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება მაგალითად კეზერაშვილს, რომელმაც თავისივე ვრცელი განცხადებით აღიარა, რომ დიახ, ის ოლიგარქია. შეიძლება, სხვებსაც შეეხოთ, ბანკირები რომ იყვნენ წარსულში და ხალხს დევნიდნენ საკუთარი სახლებიდან. ეს უკვე აღარ მოსწონთ. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვინმეა ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ეს არის ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი. ამით არიან უკმაყოფილო. ეს ნამდვილად ემსგავსება მათი მხრიდან ქვეყნის ბედით თამაშს, მაგრამ ჩვენ არ ვართ თამაშის ხასიათზე, ჩვენ ვმუშაობთ და ქართველ ერს ეცოდინება, რომ „ქართულმა ოცნებამ“  ევროპულ გზაზე მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა