გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის დატოვებაზე-სწორად არ მიმაჩნია

ნახვები: 559 ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის დატოვებაზე-სწორად არ მიმაჩნია

დასავლეთის მხარდაჭერა პარლამენტის დატოვებას არ ჰქონდა და არ ექნება. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის დატოვების თაობაზე გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის პატივს სცემს სხვების გადაწყვეტილებას, თუმცა მას არ ეთანხმება.

„მათი გადასაწყვეტია, ეს სხვა პოლიტიკური პარტიაა, მე ყველანაირ შემთხვევაში პატივს ვცემ სხვების გადაწყვეტილებას. მე რა თქმა უნდა, სწორად არ მიმაჩნია. რომ მიმაჩნდეს, იგივე განცხადებას გავაკეთებდი, თუმცა განსხვავებულ აზრსაც პატივისცემით მოვეკიდები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რაც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს. ამ შემთხვევაში, ამ მოსაზრებას მე არ ვიზიარებ, რადგან ვერ ვხედავ ამის პრაქტიკულ დანიშნულებას, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ყველას აქვს უფლება თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებთან მუშაობას, ქართული ოპოზიციური სპექტრი ვერ შეძლებს რუსული ძალების და გავლენების ქვეშ მყოფი ხელისუფლებისგან საქართველოს გათავისუფლებას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. დასავლეთის მხარდაჭერა პარლამენტის დატოვებას არ ჰქონდა და არ ექნება. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე, ვერ ვხედავ ვერანაირ არგუმენტს, პარლამენტში ყოფნა რატომ უშლის ოპოზიციას ხელს სხვა ფრონტზეც იბრძოლოს ეფექტიანად,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა