ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

პაატა მანჯგალაძე - ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსა და პროდასავლელს შორის

ნახვები: 535 პაატა მანჯგალაძე - ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსა და პროდასავლელს შორის

ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსა და პროდასავლელს შორის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ცოტა დარჩება პრორუსი და მათ ხელისუფლებას ადვილად ჩამოაშორებენ. 

„100%-ით ვეთანხმები ზურა (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებას. „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფრო ადრე საუბრობდა, რომ პროდასავლურ უმრავლესობას მართავს სამწუხაროდ, პრორუსი უმცირესობა. დიახ, უნდა გაევლოს ზღვარი, პოლარიზება უნდა მოხდეს პრორუსსა და პროდასავლელს შორის. რა თქმა უნდა, ცოტა დარჩება პრორუსი, ამ ხალხს ყველა დავინახავთ, დავთვლით და ხელისუფლებას ადვილად ჩამოვაშორებთ. პრობლემა ზუსტად ამაშია, ვიდრე ვერ ვარჩევთ და გაყოფილი არ არის ერთმანეთისგან, ვინ არის ნამდვილი პროქართველი, პროდასავლელი და პუტინისტი, პრორუსი. ამ გაერთიანების ამოცანაა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ლუსტრირება მოვახდინოთ პრორუსის, მავნებლის და ნამდვილი პატრიოტი ქართველის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს: „თქვენ ხომ ევროკავშირის 12 პუნქტის სულისკვეთებით ერთიანდებით და პირველივე პუნქტი დეპოლარიზაციის დაწყებას ეხება“, რაზეც მანჯგალაძემ უპასუხა: „დეპოლარიზება წარმოუდგენია ხელისუფლებას, რომ დღეს ერთ ტელევიზიას დახურავს, მერე მეორეს, მესამეს, დაიჭერს და გაასამართლებს ლიდერებს, ამ დროს პირში წყალს ჩავიგუბებ და ვიტყვი: ვერ ვიტყვი ვერაფერს, დეპოლარიზაცია რეკომენდაციაში მიწერია და ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა