საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...
ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ
'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war

მიხეილ სარჯველაძე - მიმაჩნია, რომ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება არის ერთგვარი უპატივცემულობა დეპუტატების, იმავდროულად, სხვა კანდიდატების და საზოგადოების შეურაცხყოფაც

04.11.2022 ნახვები: 517

კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, ეს არის ერთგვარი უპატივცემულობა, აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ, – ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის გადაწყვეტილება, რომ შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც სარჯველაძემ განმარტა, მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, 205-ე მუხლით არის გათვალისწინებული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება.

„ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა განცხადება, ოღონდ ის ოდნავ ორიგინალური განცხადება იყო. ახლა ორიგინალური რატომ, საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის აპირებს, არა კანდიდატურა მოხსნას, მიაქციეთ ამას ყურადღება, არამედ გასაუბრებაზე არ გამოცხადდეს და ახსნა, რომ ასეთი პროცედურა გათვალისწინებული არ არის რეგლამენტით. მინდა, საზოგადოების საყურადღებოდ გავაკეთო განცხადება ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, 205-ე მუხლი გახლავთ ეს, პირდაპირ არის გათვალისწინებული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება. მიაქციეთ ამას ყურადღება, რომ ამის ფუნქცია და დანიშნულება არის არა მხოლოდ დეპუტატთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. მან ეს განცხადება რომ გააკეთა, ალბათ სჯობდა, ამ პუნქტის თაობაზეც ეხსენებინა.

მეორე, კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთგვარი უპატივცემულობა, აი აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ, მათ შორის, როდესაც ასეთ რამეს აკეთებს და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ კუთვნილი უფლებით ისარგებლოს დეპუტატმა და კითხვა დაუსვას, არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, არამედ იგულისხმება ყველა. ჩემი აზრით, ეს იმავდროულად არის სხვა კანდიდატების შეურაცხყოფაც, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ პროცესში და მათი არჩევანი ვფიქრობ, პატივისცემას იმსახურებს პირიქით, როგორც ეს მათ შორის ბატონმა გიორგი ცობეხიამ გააკეთა დღეს.

მესამე, ეს ვფიქრობ, რომ არის საზოგადოების უპატივცემულობაც, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს უფლება, დიახ, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის კანდიდატად ასარჩევად წარდგენილ ყველა კანდიდატზე იყოს ინფორმირებული თანასწორად და თანაბრად ყველა სხვა კანდიდატთან მიმართებაში, ესეც აუცილებლად ანგარიშ გასაწევი და მხედველობაში მისაღები გარემოებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე ჯანეზაშვილის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმარა, სადაც პროცედურებთან დაკავშირებით არის საუბარი. როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ეს არის თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის.

„კომიტეტის მიმართ იყო გაკეთებული და არ შეიძლება ამას არ გამოვეხმაუროთ, უნდა ვთქვათ, აუცილებლად, პრეტენზია იყო გაცხადებული ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაში პროცედურებთან დაკავშირებით და ასევე ხელისუფლების წინასწარ ჩამოყალიბებულ განწყობასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოსდა არსებობს. თუმცა მინდა გაითვალისწინოთ, რომ მან ამ პრეტენზიის მიუხედავად, პრეტენზია პროცედურებთან და ხელისუფლების განწყობასთან მიმართებაში, პროტესტი გამოუცხადა არა პროცედურას და თვითონ მონაწილეობას, არამედ ერთ-ერთ ეტაპს, რომელიც არის საჯარო გასაუბრება. ეს საზოგადოება როდესაც უყურებს, ვინ რა შესაძლებლობებით არის წარმოდგენილი კანდიდატობისას, ეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული განცხადება იყო ამ თვალსაზრისით. ორი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან გამომდინარე, პირველი ეს არის რომ ქალბატონმა ნაზიმ გადასარევად იცის, რომ არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა ხელისუფლებისა არ არსებობს და რეალურად, რაც მანამდეც ითქვა, კრიტიკული კითხვა-პასუხი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოწადინებული ვართ რაც შეიძლება სრული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვისაც და საზოგადოებაც იყოს სრულად ინფორმირებული, მათ შორის რა თქმა უნდა, კრიტიკული კითხვების წყალობით, რადგან სრულად უნდა წარმოჩინდეს კანდიდატის შეხედულებები, მოსაზრებები, შესაძლებლობები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. მეორე, მე მეჩვენება, რომ ეს არის რა თქმა უნდა, თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის, რადგან ერთგვარად, არ ვიცი ახლოს მდგომი ეს შეხედულებები პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება ამ პროცედურების რაღაცნაირად დამცირებას და დაკნინებას, ვფიქრობ რომ აშკარად სახეზეა. რატომ ვამბობ ამას,  ყველაფერს, მე ვშიშობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს და ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ არ მოსვლა გასაუბრებაზე შეიძლება ნაკარნახები იყოს ერთი კონკრეტული მიზეზით, რომ შეიძლება ვერაფრით ვეღარ აიხსნას ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან შეთავაზებული ნარატივი, რომ თითქოსდა აზრი არ აქვს, ფარსის სახეს ატარებს ეს გასაუბრება. ეს გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელია, არ ვიცი ნებისმიერი აქ მსხდომი დეპუტატთაგან ყველასი ან კანდიდატებისა და ა.შ ეს იმავდროულად გაითვალისწინეთ რომ ძალიან ულამაზოდ…. ვერაფრით ვერ დასაბუთდება, აი როდესაც მოვლენ კანდიდატები და ნახავენ, ვერ დასაბუთდება რომ რაიმე უპირატესობა აქვს მაგალითად ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს ან ნებისმიერ სხვას, მაგალითად არ ვიცი ქალბატონ დემეტრაშვილზე ან ქალბატონ ჩაჩავაზე, ან მაგალითად ბატონ კოხრეიძეზე, რომელიც აქ წარსდგა ხომ, არ ჩანს ეს ასე და ეს მერე შეიძლება გარკვეულ პრობლემას ბადებდეს, მათ შორის მანამდე გაკეთებულ ათიანებით შეფასებასთან დაკავშირებით, რომელზეც იყო მცდელობები, რომ მაგალითად, ისე შეფასებულიყო რომ იაგო ხვიჩიას არ ეკუთვნოდა მაღალი შეფასება და მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილს ეკუთვნოდა ათი ქულა, ან ვინმეს სხვას კიდე. ასეთი დამოკიდებულებები რა თქმა უნდა, სწორი არ არის. პროცედურას პატივი უნდა ვცეთ და ამ პროცედურის წყალობით უნდა იყოს შესაძლებელი თითოეული საზოგადოების წევრისთვის დასკვნების გამოტანა, ვინ ყველაზე მეტად იმსახურებს მხარდაჭერას და ამის მიხედვით პოლიტიკოსები უკვე იღებენ გადაწყვეტილებას ვის დაუჭირონ მხარი და ვის არ დაუჭირონ მხარი.

გავითვალისწინოთ, უბრალოდ, რომ როდესაც ამ კანდიდატებზე ვსაუბრობთ, ვის მიმართ უპირატესობებზე და არ უპირატესობებზე, არცერთი მათგანი არ ყოფილა აქ არაკრიტიკულად განწყობილი ან არ ყოფილა ისეთი, რომელსაც მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ ჰქონია ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ არ გვესმოდეს კარგად რომ მაგალითად, კვალიფიკაციის თვალსაზრისით ნამდვილად არაფრით აღემატება სულ მცირე მაგალითად, ქალბატონ ერქვანიას ქალბატონი ჯანეზაშვილი, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, პატივისცემით მოეკიდონ აქ განსაზღვრულ პროცედურებს და გასაუბრებას, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს და დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური პროცესი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა