კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

სალომე სამადაშვილი - რადგან ივანიშვილმა დღემდე ვერ გაიგო, ვის გულისხმობს ევროკავშირი იმ ერთ ოლიგარქში, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, ამას კიდევ ერთხელ გაიგებს უშუალო გზავნილის სახით

ნახვები: 565 სალომე სამადაშვილი - რადგან ივანიშვილმა დღემდე ვერ გაიგო, ვის გულისხმობს ევროკავშირი იმ ერთ ოლიგარქში, ვინც სახელმწიფო მიიტაცა, ამას კიდევ ერთხელ გაიგებს უშუალო გზავნილის სახით

რადგან ივანიშვილმა ვერ დღემდე გაიგო, ვის გულისხმობს ევროკავშირი ოლიგარქში და რატომ გვესაუბრება, რომ სახელმწიფო მიტაცებულია ოლიგარქის მიერ, კიდევ ერთხელ გაიგებს ამას უახლოეს დღეებში, მათ შორის, ევროკავშირიდან უშუალო გზავნილის სახით, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას საჩხერეში ტყის ბადეებით გადახურვის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ - ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ საუბრობს ევროკავშირი საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაზე.

"მსგავსი ფაქტები, როგორიც არის აღწერილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყის მასივთან დაკავშირებით, ივანიშვილის მიერ წარმოებულ საქმიანობაზე, არის ერთ- ერთი მაგალითი იმის, თუ რატომ გვესაუბრება ევროკავშირი იმაზე, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული ოლიგარქის მიერ და ვის გულისხმობს იმ ოლიგარქში, ვინც სახელმწიფო მიიტაცა. ბიძინა ივანიშვილმა რადგან ეს ვერ გაიგო დღემდე, კიდევ ერთხელ გაიგებს ამას უახლოეს დღეებში მათ შორის ევროკავშირიდან უშუალო გზავნილის სახით", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიის წარმომადგენლის ავტორობით მომზადებულ ანგარიშს საქართველოში და ყველაფერი რაც ამ რეზოლუციაში შესწორების სახით შევა, იქნება არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიცია.

"არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" ტრადიციულად ქართველი ხალხის მოტყუების შესაძლებლობა. ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტი განიხილავს მიმდინარე კვირას, ჯერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე და შემდეგ უკვე მომავალ თვეში, ან იანვარში პლენარულ სხდომაზე. ამ ანგარიშის მთავარი მომხსენებელი არის "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიის, "ევროპის სოციალისტური პარტიის" წარმომადგენელი. ამიტომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი, რაც ამ ანგარიშში მოხვდება, ეს იქნება არა რომელიმე პოლიტიკური ძალის პოზიცია ევროკავშირში, არამედ ევროპარლამენტის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში პროცესები.

იმის გათვალისწინებით, რომ ივლისის შემდეგ, როცა ევროპარლამენტმა მიიღო უპრეცედენტოდ კრიტიკული, გადაუდებელი რეზოლუცია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და არაფერი მას შემდეგ არ მომხდარა პოზიტიური, სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლოა, გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან კრიტიკული ანგარიში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ, არ გამოადგება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ ძალას, რომელმაც ეს რამდენიმე დღე ფუჭად გაფლანგა და არ გამოიყენა იმისთვის, რომ პოზიტიური დინამიკა შექმნილიყო” , - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა